saqarTvelos mwvervalebi - roSkaxoxi

 

როშკახოხი - მწვერვალი თუშეთ-ხევსურეთის კავკასიონის მთავარ, მდინარე ჯუთისა (თერგის აუზი) და ხევსურეთის არაგვის წყალგამყოფ ქედზე. სიმაღლე ზღვის დონიდან 3562 მ. აგებულია ქვედაიურული თიხაფიქლებითა და ქვიშაფიქლებით. დამახასიათებელია სუბალპური და ალპური ლანდშაფტი.